თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

ირაკლი კირცხალია – გაგვიმართლა, რომ მისი პატრიარქობის პერიოდში ვცხოვრობთ და ვწუხვარ, რომ არ გვქონდა მეტი დრო მისი სიყვარულისთვის

ირაკლი კირცხალია – გაგვიმართლა, რომ მისი პატრიარქობის პერიოდში ვცხოვრობთ და ვწუხვარ, რომ არ გვქონდა მეტი დრო მისი…

“ძალიან მძიმე დღეებია საქართველოსთვის, მთელმა ქვეყანამ განუყოფლად, ერთიანად, თითოეულმა ჩვენგანმა დავკარგეთ სულიერი მამა, რომლის ლოცვის ძალა და მადლი ფარავდა სრულიად საქართველოს, ამიერიდან სამუდამო სასუფევლიდან დაიცავს საკუთარ სამშობლოს.
რამდენიც უნდა ვისაუბროთ კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეზე, ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, ვერ ამოვწურავთ, ვერ ვიტყვით ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი იმსახურებდა, დრო და წლები კი უწმინდესის ღვაწლს ყველაფერზე უკეთესად შეაფასებენ.
გაგვიმართლა, რომ მისი პატრიარქობის პერიოდში ვცხოვრობთ და ვწუხვარ, რომ არ გვქონდა მეტი დრო მისი სიყვარულისთვის.
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ერს და ბერს, თითოეულ ადამიანს, რადგან პატრიარქის გონიერი სიტყვა და ზრუნვა ყველას განურჩევლად დაგვაკლდება”, – წერს ირაკლი კირცხალია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.