— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

“მისი გული ძგერდა ჩვენი სამშობლოს სიყვარულით და მე ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანს სამშობლო უყვარდეს და პატრიარქის მიმართ იყოს განწყობილი ცუდად. პატრიარქმა თავისი ცხოვრება ამას მიუძღვნა და მართლა კელაპტარივით დადნა ამ ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვამ კეკელიამ განაცხადა.

“მისი გული ძგერდა ჩვენი სამშობლოს სიყვარულით და მე ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანს სამშობლო უყვარდეს და პატრიარქის მიმართ იყოს…

მისი თქმით, ილია II-ს მთელს მსოფლიოში უდიდესი აღიარება და უდიდესი პატივისცემა ჰქონდა.

“მსოფლიო პატრიარქი ვისაც შეიძლება ეწოდოს, ეს არის პატრიარქი. ყველა აღიარებდა, რომ ეს არის ყველაზე დიდი პატრიარქი. მთელს მსოფლიოში მას ჰქონდა უდიდესი აღიარება და უდიდესი პატივისცემა. მადლობა ღმერთს, რომ მის ეპოქაში მომიწია ცხოვრება და მისი პატრიარქობის დროს მომიწია ცხოვრება. თან ღმერთმა ამხელა საშუალება მომცა, რომ მასთან მომიწია ცხოვრება. ეს ჯვარიც მისი ნაჩუქარია, პატრიარქს ათონზე აჩუქა ბერმა და შენთან იყოსო. გუშინ არც ვიცოდი ეს ამბები და დილით ეს ჯვარი დავიკიდე. როდესაც რეანიმაციაში ვიყავით, მის გულზე იდო ეს ჯვარი და მისი გულისცემა ესმოდა. ქრისტეს ჩვენი გულისცემა ესმის, მისი გული ძგერდა ჩვენი სამშობლოს სიყვარულით და მე ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანს სამშობლო უყვარდეს და პატრიარქის მიმართ იყოს განწყობილი ცუდად. პატრიარქმა თავისი ცხოვრება ამას მიუძღვნა და მართლა კელაპტარივით დადნა ამ ქვეყნისთვის”, – განაცხადა მამა შალვამ.

საპატრიარქო რეზიდენციაში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის დეტალებს განიხილავენ. გადაწყვეტილება, თუ როდის და სად იქნება დასაფლავებული საქართველოს პატრიარქი, სწორედ სინოდის ამ სხდომის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. 

ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის ინფორმაციით, სინოდის სხდომის შემდეგ, 16:00 საათზე მის უწმინდესობას საპატრიარქო რეზიდენციიდან მსვლელობით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ