— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
საქართველო

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, „ცანა 3“-ის ტერიტორიაზე დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის 2025 წელის სამუშაოები დასრულდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, „ცანა 3“-ის ტერიტორიაზე დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის 2025 წელის სამუშაოები…

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, 50 500 მ3 მოცულობის დარიშხანის შემცველი ნარჩენების კონსერვირებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარკოფაგის მოწყობის მიმდინარე წლის სამუშაოები დასრულდა.

სარკოფაგში განთავსდა ცანა 3-ზე არსებული დარიშხანის შემცველი ნარჩენები. მოეწყო სარკოფაგის ქვაბული, პროექტით გათვალისწინებული ყველა საჭირო ფენით (გეოტექსტილი, ქვიშა, გეომემბრანა) და სადრენაჟო/სავენტილაციო სისტემით. საცავის გარშემო მოეწყო დამცავი ბერმა. სამუშაოების ბოლო ეტაპზე სარკოფაგი გადაიხურა დამცავი ფენებით.

2025 წლის დასკვნით სამუშაოებს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი ადგილზე გაეცნენ.

2026 წელს დაგეგმილია ცანა 1-სა და ცანა 2-ის ტერიტორიებზე არსებული დაბინძურებული დარიშხანის შემცველი ნარჩენებით სარკოფაგის სრულად შევსება, რის შემდეგაც, სარკოფაგი სრულად გადაიხურება პროექტით გათვალისწინებული დამცავი ფენებით.

ბოლო ეტაპზე, დაბინძურებული ნარჩენებისგან გათავისუფლებული ტერიტორიების სრული რეკულტივაცია მოხდება.

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტი სრულიად გაიწმინდება დარიშხანის შემცველი ნარჩენებისგან.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ