— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ვიხილეთ, რომ მამუკა მდინარაძემ დანაპირები რამდენიმე დღეში შეასრულა

ლევან მაჭავარიანი: ვიხილეთ, რომ მამუკა მდინარაძემ დანაპირები რამდენიმე დღეში შეასრულა

თქვენს ეთერში იყო, როცა ბატონი მამუკა დაჰპირდა საზოგადოებას, რომ იგი აუცილებლად დაინტერესდებოდა წარსულის რაღაც ტიპის გადაცდომებით. პირველი დღეებია, რაც იგი შეუდგა თავისი პასუხისმგებლობის შესრულებას ახალ თანამდებობაზე, ვიხილეთ, რომ დანაპირები რამდენიმე დღეში შეასრულა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის დაკავების საქმეზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ათასობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მაჭავარიანის განცხადებითვე, გამოძიების შედეგმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში თანამდებობა და გუნდის წევრობა ინდულგენცია არ არის.

„არანაკლებ ამორალურად მოიქცნენ ისინი დანარჩენი სამართალდამცველების მიმართაც. ჩვენი პოლიციელები, სუსის და სდსს-ს თანამშრომლები არიან გმირები, ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, არ ემსახურებიან რომელიმე მთავრობას, ემსახურებიან თავიანთ სამშობლოს. როცა ასეთი უპასუხისმგებლო და ამორალური ადამიანები ასეთ რაღაცას მოიმოქმედებენ და აძლევენ საბაბს რაღაც დაჯგუფებას, რომ მათი ეს ამორალური ქმედება განაზოგადონ ათასობით პოლიციელზე, ეს არის კიდევ ერთი დანაშაული მათი მხრიდან დანარჩენი პოლიციელების მიმართ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ როცა ოპოზიცია ყველა სამართალდამცველს მოძალადეებად მოიხსენიებდა, პროკურატურის ნაბიჯით მათ მსგავსი განცხადებების საფუძველი გამოეცალათ. მაჭავარიანის თქმითვე, ოპოზიცია ცდილობს ყველაფერს მდაბიო ახსნა მოუძებნოს.

„თუ ჩვენ შევადარებთ დასავლურ ქვეყნებს, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენი სამართალდამცველები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ვიდრე ეს დასავლურ ქვეყნებში ხდება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

19 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 დღის წინ1 წთ