— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო განათლების პრობლემის რეალურად მოგვარება, ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით – დებატებმა კარგად აჩვენა, რომ პოლიტიკის გამო ზოგიერთი მზადაა, თეთრზე შავი ამტკიცოს

ლევან მახაშვილი: დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო განათლების პრობლემის რეალურად მოგვარება, ღიად…

დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო ამ პრობლემის რეალურად მოგვარება – განათლების ყველა დონეზე მთავარი მიზეზების გარკვევა და მათი აღმოფხვრა. არა ჩაკეტილ ოთახში, არამედ ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით და მათი ჩართულობით, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, წერს სოციალურ ქსელში “იმედის” ეთერში გამართულ დებატებთან დაკავშირებით.

მახაშვილის განცხადებით, დღევანდელმა დებატებმა ცხადი გახადა, რომ განათლების რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი და ასევე ისიც, რომ დებატებზე მყოფთა ნაწილი პოლიტიკის გამო მზადაა “თეთრზე შავი ამტკიცოს”.

“15 წელია, რაც სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი და ჩემი საკუთარი გამოცდილებით ვხედავ განათლების სისტემის ფუნდამენტურ პრობლემებს.

რეალობა მწარეა. არავინაა კმაყოფილი განათლების ხარისხით – არც სტუდენტი, არც მშობელი, არც საგანმანათლებლო საზოგადოება და არც დამსაქმებელი.

დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო ამ პრობლემის რეალურად მოგვარება – განათლების ყველა დონეზე მთავარი მიზეზების გარკვევა და მათი აღმოფხვრა. არა ჩაკეტილ ოთახში, არამედ ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით და მათი ჩართულობით.

ამ დებატებმაც კარგად დაანახა საზოგადოებას, რომ განათლების რეფორმის ეს პროცესი ბოლომდეა მისაყვანი და რაც შეიძლება მალე.

დებატებმა ისიც კარგად აჩვენა, რომ პოლიტიკის გამო ზოგიერთი მზადაა თეთრზე შავი ამტკიცოს.

საზოგადოება ყველას და ყველაფერს თავის სახელს აუცილებლად დაარქმევს,”- წერს ლევან მახაშვილი.