თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

ლიეტუვას ევროკავშირის მხრიდან ჯარიმების დაკისრების საფრთხე ემუქრება

ლიეტუვას ევროკავშირის მხრიდან ჯარიმების დაკისრების საფრთხე ემუქრება

ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიების შემცირების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ლიეტუვას, შესაძლოა, მრავალმილიონიანი ჯარიმები დაეკისროს. აღნიშნული საქმე ევროკომისიამ ევროკავშირის უმაღლეს სასამართლო ინსტანციას უკვე გადასცა.

ევროკომისიამ ლიეტუვის საქმე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში ემისიების შემცირების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გაგზავნა. ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, მართალია, სასამართლო პროცესი შესაძლოა მალე გაიმართოს, მაგრამ სასამართლოსთვის საქმის გადაცემა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ფორმალური სამართალწარმოების დაწყებას.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, 2030 წლისთვის ჰაერის დამაბინძურებლების გარკვეული ემისიები 14%-ით შეამცირონ, თუმცა ლიეტუვა ამ მიზნების მიღწევას ვერ ახერხებს. ოფიციალური პირებისა და ექსპერტების თქმით, დაბინძურების მთავარ წყაროდ საგზაო ტრანსპორტი რჩება, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს არასაკმარისი ინვესტიციები ელექტრომობილებსა და სხვა სუფთა ტრანსპორტის სფეროში.

„სასამართლომ, შესაძლოა, ჯარიმა დაგვაკისროს. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი გადასახადი, დროში გაწერილი სანქცია ან კონკრეტული ზომების გატარებასთან დაკავშირებული საჯარიმო თანხა. ასეთი ჯარიმები მართლაც მტკივნეულია“, – განაცხადა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს დაბინძურების პრევენციის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიტალიუს აუგლისმა.

სამინისტროს ინფორმაციით, აზოტის ოქსიდით დაბინძურებას, ძირითადად, მძიმე, სამგზავრო და მსუბუქი ავტომობილები იწვევენ, ხოლო ნაწილობრივ გათბობის სექტორის ბრალია; აქროლადი ორგანული ნაერთები კი საღებავებისა და გამხსნელების გამოყენებისას, ასევე ნავთობის შენახვისას წარმოიქმნება.

მუნიციპალურ დონეზე გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი დაბალი ემისიის ზონების შემოღებაა. ქალაქ პანევეჟისში, რესპუბლიკის ქუჩაზე, თებერვლიდან დაბალი ემისიის ზონა ამოქმედდება. ძველ, მაღალი დოზით დამაბინძურებელ ავტომობილებს – როგორც წესი, 2000 წლამდე გამოშვებულებს – ამ ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ, მომავალში კი უფრო მკაცრი მოთხოვნებია დაგეგმილი.

„შეზღუდვების დამრღვევი ავტომობილები საზოგადოებრივი წესრიგის ოფიცრების მიერ დაფიქსირდება და მათზე ადმინისტრაციული ჯარიმები გამოიწერება“, – განაცხადა პანევეჟისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, ვიდმანტას კერპისკისმა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ლიეტუვაში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რომელთაგან ბევრი ძველი და შესაბამისად, მაღალი ემისიის მქონეა.

„ჭარბობენ მძლავრი და შედარებით ძველი, დიზელზე ან ბენზინზე მომუშავე მანქანები. ამიტომ, ემისიები არ მცირდება. როდესაც ადამიანების კეთილდღეობა იზრდება და ეკონომიკა ვითარდება, დამატებითი შემოსავალი ხშირად დამატებით ავტომობილებში, უფრო დიდ და მდიდრულ მოდელებში იხარჯება“, – ამბობს ლიეტუვის განახლებადი ენერგიის კონფედერაციის პრეზიდენტი, მარტინას ნაგევიჩიუსი.

სატრანსპორტო პოლიტიკის სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ ეკოლოგიურად სუფთა ავტოპარკში მუნიციპალიტეტებმა მეტი ინვესტიცია უნდა ჩადონ.

„რთულია ისეთი ქალაქის პოვნა, სადაც კომუნალური სამსახურები დიდწილად ელექტროენერგიის მოხმარებაზე იქნებიან გადასულნი. არადა, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დაბინძურებაში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში“, – აცხადებს ტრანსპორტის ინოვაციების ასოციაციის წარმომადგენელი, მარტინას ნორბუტასი.

კანონმდებლების თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაფართოებასა და გაუმჯობესებაშია.

„სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ხალხი ავტომობილებს მხოლოდ საცხოვრებელი უბნებიდან ცენტრამდე გადასაადგილებლად და უკან დასაბრუნებლად იყენებს, – ამბობს სეიმის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ლინას იონასკასი, – ამიტომ, მათ „გადმოსაბირებლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მოსახერხებელი, ხელმისაწვდომი და სწრაფი უნდა იყოს“.

ამავე საპარლამენტო კომიტეტის წევრმა, ტომას ტომილინასმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით, გარკვეული პროგრესი მიღწეულია, კერძოდ – საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, შეღავათებით სარგებლობენ პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები და სტუდენტები, თუმცა ტომილინასი ადასტურებს, რომ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის.

„მთავრობას აქვს რესურსები, მაგალითად, სოციალური კლიმატის ფონდის სახით. ამიტომ, მას შეუძლია, ისეთი ინვესტიციები განახორციელოს, რომლებიც საზოგადოებას თანდათან ჩვევების შეცვლისკენ უბიძგებს“, – დასძინა მან.

ლიეტუვის ენერგეტიკის სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში ამჟამად 44 000-ზე მეტი მსუბუქი ელექტრომობილია რეგისტრირებული.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

8 სთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

10 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

3 დღის წინ2 წთ