— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
პოლიტიკა

მაგდა მამუკაშვილი: რაღაცები ჩვენი ბრალია და ეს უნდა ვაღიაროთ. ნებსით თუ უნებლიედ ქოცების საქმე გავაკეთეთ- ჯარი მუდმივად უნდა ემზადებოდეს ომისთვის. იმიტომ კი არა, რომ ომი უნდა, პირიქით ომი რომ არ უნდა, იმის გამო უნდა მოემზადოს

მაგდა მამუკაშვილი: რაღაცები ჩვენი ბრალია და ეს უნდა ვაღიაროთ. ნებსით თუ უნებლიედ ქოცების საქმე გავაკეთეთ- ჯარი მუდმივად…

“ამათაც ჯარი გახადეს უფასო ყარაულების ადგილსამყოფელი და ჩვენც ავყევით, რომ კარგია, თუ ჯარისგან ეს რაღაც ფსევდო რელიგიური ორგანიზაცია გვიხსნის, ეგ ჯარი არააო. კი არ იყო ჯარი, მაგრამ ანტიმილიტარისტული ნარატივები კარგად გავაძლიერეთ. მახსოვს განცხადებები, ჯარი მხოლოდ საკონტრაქტოზე უნდა იყოსო. ასევე, მახსოვს მე ვწერდი, ქალები ჯარში არ უნდა მიდიოდნენ, ბავშვები ვინ უნდა გააჩინოს და გაზარდოს-მეთქი. მოკლედ, ნებსით თუ უნებლიედ ქოცების საქმე გავაკეთეთ. ჩმორულ პროპაგანდას დავუსხით წყალი.

გეტყვით ახლა მე როგორ მგონია, სავალდებულო ჯარი უნდა ჰგავდეს სავალდებულო ჯარს, არანაირი ყარაული, ჯარმა ზუსტად უნდა იცოდეს, რას გააკეთებს ომში. მუდმივად უნდა ემზადებოდეს ომისთვის. იმიტომ კი არა, რომ ომი უნდა, პირიქით ომი რომ არ უნდა, იმის გამო უნდა მოემზადოს. უნდა გაიზარდოს არტილერისტების, ქვეითების, ტანკისტების, ავიატორების რაოდენობა. რაც შეიძლება მეტი სამხედრო ტექნიკა უნდა შევიძინოთ ან დავამზადოთ. STEM მეცნიერება სამხედრო მიმართულებით უნდა განვავითაროთ. სამხედრო სფეროში მშპ-ის 5%-ზე მეტი უნდა დავხარჯოთ. ვისურვებდი 7%-საც.

მილიონამდე ადამიანი რეზერვისტად უნდა მოამზადო, ქალიან-კაციანად 45 წლამდე ყველა უნდა მიდიოდეს წელიწადში 2-ჯერ 2 კვირიან წვრთნებზე. მე უნდა ვიცოდე, ომში როგორ უნდა მოვიქცე. ამ ცოდნის საჭიროება განსაკუთრებით ვიგრძენი 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ.

მე კიდე არ ვიცი ამ საკითხის სიღრმეები, გარკვეული ადამიანები ალბათ უფრო ვრცლად დაწერენ.

მოკლედ, ეს იმიტომ უნდა ვქნათ, რომ გამართული თავდაცვა ყველაზე კარგი საშუალებაა თავდასხმის ასაცილებლად. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ აქ მილიონამდე კბილებამდე აღჭურვილი ადამიანი დახვდება თუ ჩვენთან შემოჭრას მოინდომებს. რუსეთმა ახლა იცის, რომ ჩვენ თავდაცვაზე ვხარჯავთ 1%-ს. მაგარია, ქოცებმა დიდი საქმე გაგვიკეთეს. ეს ომს კი არ აგარიდებს, პირიქით ყველას უბიძგებს რომ აქ შემოიჭრას”- წერს მამუკაშვილი.