— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

მარიამ გრიგოლიშვილი: ვცდილობთ, ყველა მიმართულება მოვიცვათ და ახალგაზრდებისთვის გავაჩინოთ საინტერესო პროექტები, დასაქმების შესაძლებლობები, რათა მათთვის საინტერესო ყველა სფერო ამოვწუროთ

მარიამ გრიგოლიშვილი: ვცდილობთ, ყველა მიმართულება მოვიცვათ და ახალგაზრდებისთვის გავაჩინოთ საინტერესო პროექტები, დასაქმების…

,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და თბილისის საკრებულოს სიის წევრი, მარიამ გრიგოლიშვილი „იმედის დღეში“ ახალგაზრდების ხელშეწყობაზე საუბრობს.

„მრავალი მიმართულება არის, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისთვის საინტერესოა. ჩვენ ზუსტად ამიტომ ვცდილობთ, რომ ყველა მიმართულება მოვიცვათ და გავაჩინოთ მათთვის საინტერესო პროექტები, სხვადასხვა ტრენინგები, დასაქმების შესაძლებლობები, რათა მათთვის საინტერესო ყველა სფერო ამოვწუროთ. ახალგაზრდისთვის მთავარი გახლავთ ის, რომ რომელიმე სფეროში საკუთარი თავი იპოვოს და ამ გზაზე ვთვლი, ჩვენ ვეხმარებით იმით, რომ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ტრენინგები, პროექტები, რათა ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინონ მათი მთავარი და ძირითადი მიმართულება.“-აღნიშნა გრიგოლიშვილმა.

მან ასევე, სხვა ქვეყნის მმართველი პარტიების გამოცდილებაზეც ისაუბრა, თუ როგორ მუშაობენ ისინი ახალგაზრდულ ფრთასთან.

„ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად ცდილობს და მუშაობს, რომ გავიჭრათ ღირსეულად საერთაშორისო ასპარეზზე და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, თავისთავად ჩვენი ახალგაზრდობა. მათ შორის, გაფორმებული გვაქვს მემორანდუმები სხვადასხვა პარტნიორ ქვეყნებთან. მინდა, აღვნიშნო აზერბაიჯანისა და უნგრეთის მმართველი პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ჩვენი ურთიერთობა, რადგანაც არაერთი და მრავალი საერთო პროექტი განხორციელდა. გარდა იმისა, რომ ოფიციალური ვიზიტებით მათთან ჩავდივართ და ისინიც გვსტუმრობენ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ახალგაზრდა მოიცვას ამ პროექტებმა და ორასზე მეტი ახალგაზრდით კომპლექტდება ხოლმე ის ბანაკები, რომლებიც ხან მათთან ტარდება, ხან ჩვენთან და სფეროს პროფესიონალებთან ერთად ხდება სხვადასხვა ტრენინგების ჩატარება, პროექტების თაობაზე ერთმანეთთან ვცვლით გამოცდილებებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა აღვნიშნო, რომ უნგრეთში აქტიურად გვეპატიჟება ჩვენი მეგობარი მხარე, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, სადაც გვაქვს საშუალება, რომ მნიშვნელოვანი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს მოვუსმინოთ ადგილზე, მათ შევხვდეთ და სხვადასხვა ინიციატივები ერთმანეთში გავცვალოთ“- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

11 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 დღის წინ1 წთ