თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

მარნეულში ქარსაფარი ზოლების აღდგენის საკითხებზე ფერმერებთან იმსჯელეს

მარნეულში ქარსაფარი ზოლების აღდგენის საკითხებზე ფერმერებთან იმსჯელეს

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა ჭიპაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური თემები განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მარნეულის მერმა დაურ ისმაილოვმა ხაზი გაუსვა ქარსაფარი ზოლების აღდგენის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა პროცესს სრულ მხარდაჭერას გაუწევს.

ფერმერებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქარსაფრების დანიშნულებაზე, სარგებლიანობაზე და დაგეგმილ აღდგენა-გაშენების პროცესზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნარგავების დაცვის მექანიზმებზე და ამ კუთხით – ქარსაფრების დაცვის არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა როლზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 314.54 ჰექტარი ქარსაფარი ზოლი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რაც აღდგენა-გაშენების სამუშაოების დაწყებისთვის მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.