— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

მედია: გერმანიაში 17-45 წლამდე მამაკაცებს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალეს

მედია: გერმანიაში 17-45 წლამდე მამაკაცებს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალეს

გერმანიის ხელისუფლებამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თუ მამაკაცი საზღვარგარეთ წასვლას და იქ სამ თვეზე მეტხანს დარჩენას აპირებს, მან გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უნდა მიმართოს და საქმის კურსში ჩააყენოს. ახალი წესი 2026 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს.

მანამდე მოქმედი კანონით, ასეთი ნებართვის მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იყო სავალდებულო, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლების ან ნატოს გადაწყვეტილებით საგანგებო სიტუაციაა, ან არსებობს გარე ძალების მხრიდან თავდასხმის საფრთხე.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხდება ახალი კანონის აღსრულება, რადგან გერმანიის მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა ამ ცვლილების შესახებ არ იცის. ასევე გაურკვეველია, რა სახის სანქცია დაეკისრებათ ახალი რეგულაციის დამრღვევ პირებს.