— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მეცნიერება

მეცნიერებმა ადამიანის კანის უჯრედიდან აღებული დნმ-ის განაყოფიერება შეძლეს

მეცნიერებმა ადამიანის კანის უჯრედიდან აღებული დნმ-ის განაყოფიერება შეძლეს

ამერიკელმა მეცნიერებმა, ადამიანის კანის უჯრედიდან ემბრიონის შექმნა ისტორიაში პირველად შეძლეს. მათ ადამიანის კანის უჯრედები სხვა ადამიანის სპერმით განაყოფიერეს და შედეგად ადამიანის ემბრიონი მიიღეს. კვლევა ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტში ჩატარდა.

აქამდე რეპროდუქტოლოგია ქალის კვერცხუჯრედის კაცის სპერმით განაყოფიერებით შემოიფარგლებოდა, რის შედეგადაც ისახება ემბრიონი, 9 თვეში კი ბავშვი ჩნდება. ახლა მეცნიერები წესებს ცვლიან. მათ ადამიანის მთლიანი გენეტიკური კოდის შემცველი უჯრედი კანიდან აიღეს და დონორის კვერცხუჯრედში მოათავსეს, რომელიც მანამდე გენეტიკური მასალისგან დაცალეს.

ანალოგიური ტექნოლოგია 1996 წელს, პირველი კლონირებული ძუძუმწოვრის, ცხვარი დოლის შესაქმნელად გამოიყენეს. თუმცა ამ შემთხვევაში, ასეთი კვერცხუჯრედი განაყოფიერებისთვის მზად არ არის, რადგან უკვე შეიცავს ქრომოსომების სრულ ნაკრებს. ადამიანი 23-23 ქრომოსომას მშობლებისგან იღებს, ამ კვერცხუჯრედს კი უკვე ჰქონდა 46 ქრომოსომა. ამიტომ შემდეგ ეტაპზე სპეციალისტებმა კვერცხუჯრედს ქრომოსომების ნახევარი „დააკარგვინეს“ და მხოლოდ მერე გაანაყოფიერეს.

სწორედ ამ ეტაპზე დაფიქსირდა მეთოდის მთავარი პრობლემა. კვერცხუჯრედი შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს ქრომოსომებს, რომლებსაც დაკარგავს, რაც მომავალი ემბრიონის განვითარებას პრობლემებს უქმნის.

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც აქამდე შეუძლებლად ითვლებოდა. ეს ტექნოლოგია სრულყოფილებამდე უნდა მივიყვანოთ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ეს არის ის გზა, რომლითაც მომავალი წავა, იმიტომ რომ სულ უფრო მეტ მშობელს არ შეუძლია ბავშვების ყოლა“, – განაცხადა ორეგონის უნივერსიტეტის პროფესორმა შოუხრათ მიტალიპოვმა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ტექნოლოგია ძალიან დიდ სიზუსტეს მოითხოვს, ამიტომ მის პრაქტიკაში დანერგვას ათწლეულები დასჭირდება. ის უნაყოფობასთან ბრძოლაში ასაკოვან ქალებს დაეხმარება, რადგან ახალი სიცოცხლის ჩასახვისთვის არა კვერცხუჯრედის, არამედ ადამიანის სხეულის ნებისმიერი სხვა უჯრედის გამოყენება იქნება შესაძლებელი. ამასთან, მეთოდი დაეხმარება ერთნაირსქესიან წყვილებს გენეტიკურად ორივე მშობელთან დაკავშირებული ბავშვების ყოლაში.

ექსპერტები ამ მიღწევას შთამბეჭდავ გარღვევას უწოდებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ მეცნიერების ახალი შესაძლებლობები საზოგადოებასთან ღია დისკუსიებს საჭიროებს.