— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
საქართველო

მიხეილ გოგოლიძე: კოორდინირებულად და აქტიურად ვმუშაობთ, რათა ქვეყანაში დავნერგოთ ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტები

მიხეილ გოგოლიძე: კოორდინირებულად და აქტიურად ვმუშაობთ, რათა ქვეყანაში დავნერგოთ ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტები

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ იმერეთში არსებული ნაგავსაყრელები დაათვალიერა. კომპანიის დირექტორი ობიექტების ოპერირების პროცესს გაეცნო და ადგილობრივი თანამშრომლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო ნაგავსაყრელების დღევანდელი მდგომარეობის, მათ შორის, არსებული გამოწვევების შესახებ.

მიხეილ გოგოლიძე ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე დავით ნიშნიანიძესაც შეხვდა და ნარჩენების მართვის კუთხით მიმდინარე საკითხები განიხილა.

„იმერეთში ყველა არსებული ობიექტი კანონის ნორმების დაცვით ფუნქციონირებს, თითოეული მათგანი შემოღობილი და დაცულია, მიღებული საყოფაცხოვრებო ნარჩენი კი იპრესება სპეციალური ტექნიკით და იფარება ნიადაგის საფარით, თუმცა ნაგავსაყრელების სიძველიდან გამომდინარე, არსებობს სერიოზული გამოწვევები, რომლებსაც, უმოკლეს დროში უნდა გავუმკლავდეთ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინირებულად, აქტიურად ვმუშაობთ, რათა ქვეყანაში დავნერგოთ ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტები, ავაშენოთ თანამედროვე ობიექტები, რომელთა გახსნის შედეგად, ძველი ნაგავსაყრელები ეტაპობრივად დაიხურება“, – განაცხადა მიხეილ გოგოლიძემ.

იმერეთის მხარეში, ამჟამად, 5 მოქმედი და 4 დახურული ნაგავსაყრელია: ქუთაისში, სამტრედიაში, საჩხერეში, ტყიბულსა და თერჯოლაში არსებული ობიექტები მოქმედია, ხოლო ზესტაფონში, ჭიათურაში, ხონსა და ხარაგაულში – დახურული. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ობიექტებზე, საჭიროების დროს, რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელეს. მიუხედავად ამისა, უმეტესი მათგანის სამუშაო რესურსი ამოწურვის ზღვარზეა. სწორედ ამიტომ, კომპანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასვე, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ძველი ნაგავსაყრელების ახალი, თანამედროვე ტიპის ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლების საკითხზე.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ