— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!
პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ნუ, გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს – სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული

მიხეილ სააკაშვილი: ნუ, გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს – სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ…

რაც შეეხება გრანტების ე.წ. კანონს და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვას, ასეთი რამე თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, უკვე ისწავლეს, რომ სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ასე შემოაქვთ საარსებო ფული.

ასევე, ის მიმართავს საშუალო და წვრილ ბიზნესს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის დაფინანსება და საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა.

“რაც შეეხება გრანტების ე.წ. კანონს და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვას, ასეთი რამე თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში.

ნუ გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს – სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული. ხოლო ბიზნესს იმიტომ შეეხნენ, რომ ბიზნესმა აშკარად დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება, იმიტომ რომ მიხვდა ეს მისთვის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა.

ის სიტუაცია, რომ იქით ივანიშვილია და აქეთ მარტო 1-2 პერსონაჟი და მთავრობის და ოპოზიციის ფინანსებიც მონოპოლიზებულია – ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.

ამ ბოლო დროს, როგორც ჩანს გამოჩნდნენ სხვებიც, რომლებიც მინიმალურად, მაგრამ მაინც ეხმარებიან აქტივისტებს და ოპოზიციურ ჯგუფებს და ჯაყო ამით უკიდურესად შეშფოთებულია.

მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს – ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა – თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 სთ წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

4 სთ წინ1 წთ
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ… პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს

4 სთ წინ3 წთ