— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
საქართველო

„მთის ტრასების სააგენტო“ ბაკურიანში, კოხტას სასრიალო არეალს ხსნის

„მთის ტრასების სააგენტო“ ბაკურიანში, კოხტას სასრიალო არეალს ხსნის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 20 დეკემბერს, ბაკურიანში, კოხტას სასრიალო არეალს ხსნის. საბაგირო და ტრასა – კოხტა პლატო, სრიალის მსურველებს ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურება.

„მთის ტრასების სააგენტოს“ ინფორმაციით, დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასების ეტაპობრივი გახსნა 27 დეკემბრიდან იგეგმება. რაც შეეხება გუდაურს, მესტიასა და გოდერძის კურორტებს, საბაგიროების ჩართვა 27 დეკემბრიდან არის დაგეგმილი, ხოლო სასრიალო ტრასები, ამინდისა და თოვლის საფარის მდგომარეობის მიხედვით, ეტაპობრივად გაიხსნება.

27 დეკემბრიდან ამოქმედდება გუდაურისა და კობის საბაგიროები – პირველი, სოლიკო, გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო. პარალელურად, გრძელდება ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასები თოვლის საფარის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიხსნება.

ამავე დღიდან, ჩაირთვება ჰაწვალის სასრიალო არეალზე ზურულდის საბაგირო. ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო ტრასების გახსნა ეტაპობრივად განხორციელდება, ამინდისა და თოვლის საფარის პირობების შესაბამისად. აგრეთვე, 27 დეკემბრიდან კურორტ გოდერძიზე ამოქმედდება საბაგირო ,,ზანკა“.

ბაკურიანის საბაგიროების აბონემენტების შეძენა 20 დეკემბრიდან, კურორტზე მხოლოდ კოხტას სალაროში იქნება შესაძლებელი. ბილეთების ონლაინ გაყიდვა კი 23 დეკემბრიდან დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე: TKT.GE, BILETEBI.GE, SKIPASS.GE, ასევე სუპერ აპსა (Super App) და მაუნთ აპში (MOUNT App). დამსვენებლებს პლატფორმებზე გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის კურორტების, სხვადასხვა კატეგორიის ბილეთის შეძენა შეეძლებათ.

2025–2026 წლის ზამთრის სეზონი „მთის ტრასების სააგენტოსთვის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან უკვე მესამედ, საქართველო ფრირაიდის მსოფლიო ტურს უმასპინძლებს. ღონისძიება სვანეთში, თეთნულდზე 22-დან 28 თებერვლის ჩათვლით გაიმართება (ამინდის ფანჯრის ფარგლებში) და მასში 50 გამორჩეული რაიდერი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა (საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია, აშშ და საქართველო), რომელმაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება მოიპოვა.
ღონისძიების გამართვა უმნიშვნელოვანესია საქართველოს მთის კურორტების საერთაშორისო ცნობადობისთვის, ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. მსოფლიო სპორტულ რუკაზე ქვეყანამ უკვე დაიკავა საპატიო ადგილი – გასულ წლებში საქართველომ წარმატებით უმასპინძლა მსოფლიო თასის ეტაპებს სკი კროსში, სნოუბორდ კროსსა და მოგულის დისციპლინებში. ფრირაიდის მსოფლიო ტურის გამართვა კი საქართველოს არამხოლოდ ცნობადობას გაუზრდის, არამედ, ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტები ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ