Netflix-მა სერიალის „უცნაური ამბები“ მეხუთე და ფინალური სეზონის მეორე ნაწილი თრეილერი გამოუქვეყნა. სიუჟეტი ქალაქ ჰოკინგსში მეგობრების ამბავს გვიყვება, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს შეეჭიდნენ და ქალაქის მონსტრ ვეკნასგან გადარჩენას ცდილობენ.სეზონის ახალი ეპიზოდები სტრიმინგ-პლატფორმაზე 25 დეკემბერს გამოვა, შოუს ფინალური ეპიზოდი კი Netflix-სა და რამდენიმე კინოთეატრში 31 დეკემბერს გამოვა.
„უცნაური ამბები“ სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალია, რომლის ავტორებიც ძმები დაფერები არიან. მთავარ როლებს შოუში ასრულებენ: ვაინონა რაიდერი, დევიდ ჰარბორი, ფინ ვულფჰარდი, მილი ბობი ბრაუნი, გატენ მატარაცო, კალებ მაკლაფლინი, ნატალია დაიერი, ჩარლი ჰიტონი, კარა ბუონო, მეთიუ მოდაინი, მაია ჰოუკი და სხვები.




