Netflix-მა „უცნაური ამბების“ ფინალური სეზონის თრეილერი გამოუშვა

Netflix-მა სერიალის „უცნაური ამბები“ მეხუთე და ფინალური სეზონის თრეილერი გამოუქვეყნა. სიუჟეტი ქალაქ ჰოკინგსში მეგობრების ამბავს გვიყვება, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს შეეჭიდნენ და ქალაქის მონსტრ ვეკნასგან გადარჩენას ცდილობენ.

შოუს ფინალური სეზონი 3 ნაწილად იქნება დაყოფილი. პირველი ეკრანებზე 1 ნოემბერს გამოვა, მეორე შობას, ფინალს კი მაყურებელი 31 დეკემბერს ნახავს.

უახლესი

მსგავსი სტატიები