— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
მეცნიერება

OpenAI-მ ChatGPT-ში ჯგუფური ჩატების ტესტირება დაიწყო

OpenAI-მ ChatGPT-ში ჯგუფური ჩატების ტესტირება დაიწყო

ChatGPT-ის მომხმარებლებს იაპონიაში, ტაივანში, სამხრეთ კორეასა და ახალ ზელანდიაში ჯგუფური დიალოგის შექმნის ფუნქცია დაემატათ. მათ შეუძლიათ დიალოგში 20-მდე მონაწილე მიიწვიონ და ერთად იმუშაონ ან ესაუბრონ ხელოვნურ ინტელექტს.

როგორც OpenAI-ში განმარტავენ, ტესტირების ფარგლებში ხელოვნური ინტელექტი თავად ხვდება, როდის უნდა გაჩუმდეს ან როდის უნდა ჩაერთოს დიალოგში. მონაწილეებს ასევე შეუძლიათ თავად მიმართონ ჩატ-ბოტს.

ჯგუფურ ჩატში ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ შვებულების მარშრუტის შედგენაში, შემოგთავაზებთ რემონტის იდეებს ან დაგეხმარებათ ისეთი რესტორნის მოძებნაში, რომელიც ყველა თანამოსაუბრეს მოეწონება. ის ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს სამუშაო მიმოწერაში, მაგალითად, სტატიებისა და ჩანაწერების საფუძველზე ანგარიშების შედგენაში.

აღსანიშნავია, რომ ახალი ფუნქციის ფარგლებში ასაკობრივი შეზღუდვები იმოქმედებს, თუ ჩატის რომელიმე მონაწილე 18 წელზე ნაკლები ასაკისაა. ეს შეზღუდვები საუბრის ყველა მონაწილეზე გავრცელდება.