— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

პატრიცია გჟებიკის თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტში არ წერია, რომ ქართული ხელისუფლების მისამართით სისხლის სამართლებრივი ბრძოლის დაწყებაა საჭირო – მან პოლონეთის ხელისუფლებასთან მისი მჭიდრო კავშირებიც არ უარყო

პატრიცია გჟებიკის თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტში არ წერია, რომ ქართული ხელისუფლების მისამართით სისხლის…

პატრიცია გჟებიკმა, რომელმაც ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში მოამზადა, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, აღნიშნულ დოკუმენტზე ისაუბრა. გჟებიკის თქმით, მომზადებულ დოკუმენტში არ წერია, რომ ქართული ხელისუფლების მისამართით სისხლის სამართლებრივი ბრძოლის დაწყებაა საჭირო, ასევე ეუთოს ექსპერტმა, რომელიც რეგულაციების მიხედვით მიუკერძოებელი უნდა იყოს, არ უარყო მისი მჭიდრო კავშირები პოლონეთის ხელისუფლებასთან. უფრო მეტიც პატრიცია გრჟებიკის აზრით, პოლონეთის ხელისუფლებასთან კავშირი მის გამოცდილებას უსვამს ხაზს.

„აღიქვეს, თითქოს მე საერთაშორისო სასამართლოებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხსენებით, სამართლებრივი ბრძოლის დაწყება მინდოდა. მე არ ვამბობ, რომ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს“, – განაცხადა პატრიცია გჟებიკმა.