— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მედიცინა

“პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა” – ქუთაისში, სასწრაფოს პარამედიკოსმა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გოგონა სიკვდილს გადაარჩინა

“პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა” – ქუთაისში, სასწრაფოს პარამედიკოსმა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა…

ქუთაისში, სასწრაფოს პარამედიკოსმა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გოგონა სიკვდილს გადაარჩინა, – ინფორამციას Facebook-გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

“ქუთაისის რაიონული სამსახურის მე-7 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით “უგონო” მიიღო. მისამართზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას პანიკური მდგომარეობა დახვდა. მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად მყოფმა შუახნის ქალბატონმა სასწრაფოს ექიმებს აცნობა, რომ ოთახში ახალგაზრდა გოგონა იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში.

პარამედიკოსმა გიორგი მიმინოშვილმა ნახა, რომ პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა, რის შემდეგ, დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა მონიტორზე დაფიქსირებული პარკუჭოვანი ფიბრილაციის პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები.

ელექტროშოკისა და გულ-ფილტვის რეანიმაციასთან ერთად, პაციენტს მიეწოდებოდა მედიკამენტები და ჟანგბადი. მეოთხე ელექტროშოკის განხორციელების შემდეგ, აღდგა გულისცემა და სუნთქვა.

პაციენტი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც დღემდე ინტენსიურ განყოფილებაში ჰოპოკალემიის დიაგნოზით განაგრძობს მკურნალობას.