პიანისტმა თამარ ლიჩელმა ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში, ახალგაზრდა პიანისტებთან მასტერკლასები გამართა

პიანისტმა თამარ ლიჩელმა ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში, მასტერკლასები ახალგაზრდა პიანისტებთან გამართა. „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს საფორტეპიანო, კამერულსა და ვოკალურ მუსიკას.

პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოს და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ ქალაქ ბათუმში გრძელდება. კონცერტების სერია საქართველოში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსებს ხელოვნების გარშემო, უკვე რამდენიმე წელია აერთიანებს.

უახლესი

მსგავსი სტატიები