ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოციგურავეებმა ორი მედალი მოიპოვეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში საერთაშორისო ტურნირი „ბოსფორის თასი – 2025“ გაიმართა. იუნიორთა კატეგორიაში ინგა გურგენიძემ და კონსტანტინე სუპატაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ინგა გურგენიძემ მოკლე პროგრამაში 62,52 ქულა დააგროვა, თავისუფალი პროგრამით – 111,85; ორი პროგრამის ჯამში კი 174, 37 ქულა მოაგროვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

კონსტანტინე სუპატაშვილმა კი მოკლე პროგრამაში 60,42 ქულა მიიღო, თავისუფალი პროგრამით – 124,22; ორი პროგრამის ჯამში კი 184,64 ქულით მამაკაცთა კატეგორიაში ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ფიგურული მოციგურავეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდნენ.

უახლესი

მსგავსი სტატიები