— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
მსოფლიო

პიტერ სიიარტო – „დრუჟბის“ მილსადენი რუსული თავდასხმისგან არ დაზიანებულა, ამჟამად არ არსებობს ფიზიკური დაბრკოლება მომარაგების აღდგენისთვის, ეს უკრაინის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

პიტერ სიიარტო – „დრუჟბის“ მილსადენი რუსული თავდასხმისგან არ დაზიანებულა, ამჟამად არ არსებობს ფიზიკური დაბრკოლება…

უნგრეთში ფიქრობენ, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსული თავდასხმების შედეგად არ დაზიანებულა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ბრიუსელში განაცხადა.

სიიარტოს თქმით, ეს არის უკრაინის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„„დრუჟბის“ მილსადენი რუსული თავდასხმის შედეგად არ დაზიანებულა. თავად მილსადენი არ დაზიანებულა. ამჟამად არ არსებობს ფიზიკური მიზეზი ან ფიზიკური დაბრკოლება მომარაგების აღდგენისთვის“, – აღნიშნა სიიარტომ.

მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ გააგრძელებს უნგრეთი სანქციების მეოცე პაკეტის დაბლოკვას.

„სულ ესაა. ეს უკრაინის მიერ წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს არის წმინდა შანტაჟი უნგრეთის წინააღმდეგ, რომლის მიზანია ჩვენი პოზიციის შეცვლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასა და სხვა ყველაფერთან დაკავშირებით. ასე რომ, როდესაც უკრაინელები ნავთობის მომარაგების განახლებას გადაწყვეტენ, ჩვენ შეგვიძლია სიტუაციის ხელახლა შეფასება. ბურთი მათ მოედანზეა და არა – ჩვენს“, – განაცხადა მინისტრმა.