— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
სპორტი

რაგბის კლუბ „არმიას“ ორგანიზებით ქვიშის რაგბში ჩემპიონატი ჩატარდა

რაგბის კლუბ „არმიას“ ორგანიზებით ქვიშის რაგბში ჩემპიონატი ჩატარდა

რაგბის კლუბ „არმიას“ ორგანიზებით,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს რაგბის კავშირის თანადგომით, ლისის ტბაზე, გიმნაზიის სპორტულ პარკში გაიმართა ჩემპიონატი ქვიშის რაგბში თავდაცვის ძალების ბრიგადებსა და ვეტერანებს შორის.

ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღო თავდაცვის სამინისტროს 5 -მა ქვედანაყოფმა და ომის ვეტერანთა 1 -მა გუნდმა.

ფინალური ორთაბრძოლა გაიმართა ვეტერანების „ბარბაროსას“ და ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდებს შორის. მატჩი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დამთავრდა.

გამარჯვებულ გუნდს, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური თასი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ,გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გადასცა.

ჩემპიონატის მონაწილეები მედლებით დააჯილდოეს თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის უფროსმა,ვიცე-პოლკოვნიკმა, მერაბ დემურაშვილმა და რაგბის კლუბ „არმიას“ პრეზიდენტმა, ირაკლი სულთანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, რაგბის კლუბი „არმია,“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის“ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის ჩემპიონატი ქვიშის რაგბში 2015 წელს, რაგბის კლუბმა ‘„არმიამ’“ დააარსა და ყოველწლიურად ტარდება; წელს პირველად, ჩემპიონატში ვეტერანთაგან დაკომპლექტებულმა გუნდმაც მიიღო მონაწილეობა.