— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

მეცნიერებმა არგენტინაში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ნიანგებით იკვებებოდა

მეცნიერებმა არგენტინაში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ნიანგებით იკვებებოდა

სამხრეთ ამერიკაში მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს. სიკვდილის მომენტში მას პირში გადაშენებული ნიანგის ძვალი ჰქონდა. აღმოჩენის ასაკი დაახლოებით 66 მილიონი წელია.

ახალი სახეობა, სახელად Joaquinraptor casali, მეგარაპტორების ჯგუფს მიეკუთვნება. მისი ჩონჩხი არგენტინაში, რიო-ჩიკოში ჯერ კიდევ 2019 წელს ამოიღეს. მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ნიანგის მხრის ძვლით, რომელიც მტაცებლის ყბებს შორის იყო მოქცეული. „ეს აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ დინოზავრი, შესაძლოა, სიკვდილის მომენტში ნიანგით იკვებებოდა“, – აღნიშნა ლუსიო იბირიკუმ მეცნიერულ და ტექნიკურ კვლევათა ეროვნული საბჭოდან.

მკვლევრებმა ჩონჩხის მნიშვნელოვანი ნაწილი აღადგინეს – თავის ქალა, მალები, კიდურების ელემენტები და ორი ბრჭყალი: ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ადამიანის წინამხრის ზომისაა, სავარაუდოდ, მსხვერპლის ხორცის დასაგლეჯად გამოიყენებოდა. Joaquinraptor-ის სიმაღლე შვიდ მეტრს აღწევდა, ის სულ მცირე, ერთ ტონას იწონიდა. ძვლოვანი ქსოვილის ანალიზმა აჩვენა, რომ სიკვდილის მომენტში ინდივიდი არანაკლებ 19 წლისა იყო.

ტირანოზავრი უფრო დიდი ზომებით გამოირჩეოდა, არგენტინულ მეგარაპტორს უკეთ განვითარებული წინა კიდურები ჰქონდა. მეცნიერთა აზრით, ორივე მტაცებელი თავიანთ ეკოსისტემებში საკვები ჯაჭვის სათავეში იდგა.