— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
საქართველო

რუსთავში საახალწლო ნაძვის ხე აინთო და საშობაო სოფელი მეჯლისით გაიხსნა

რუსთავში საახალწლო ნაძვის ხე აინთო და საშობაო სოფელი მეჯლისით გაიხსნა

რუსთავში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა და საშობაო სოფელი მეჯლისით გაიხსნა. რუსთავისთვის უკვე ტრადიციად ქცეული ულამაზესი საშობაო მეჯლისი და საახალწლო ზღაპრის მთავარი გმირი, წელსაც უფლისწული იყო, რომელიც ქალაქის უძველესი ისტორიის სიმბოლოდ იქცა. ნაძვის ხის ანთების საახალწლო შოუში მონაწილეობა 300-მდე ახალგაზრდა რუსთაველმა მოცეკვავემ და მომღერალმა მიიღო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მთავარი ნაძვის ხე საშობაო სიმღერის ფონზე აინთო. თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათასობით რუსთაველს საშობაო სოფელში მოულოდნელობებით სავსე ულამაზესი სანახაობა დახვდათ.საზეიმო მეჯლისის დასრულების შემდეგ, კონცერტი ჩატარდა და დამდეგი შობა-ახალი წელი,რუსთაველებს ანსამბლმა ,,ქართულმა ხმებმა“ მიულოცა.

ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და ქალაქის საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.

,,დამდეგი შობა-ახალი წელი ჩვენი პატარა ქალაქიდან მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას. რუსთავის მთავარ მოედანზე მთელი ქალაქი შევიკრიბეთ და საზეიმოდ ავანთეთ ნაძვის ხე, გავხსენით საშობაო სოფელი, სადაც ჩვენს პატარებს საახალწლო განწყობის შესაქმნელად უამრავი გასართობი ღონისძიება ელოდებათ. ქალაქის მთავარ მოედანზე ძალიან კარგი გარემოა შექმნილი და ათასობით რუსთაველი მოვიდა შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად. ეს ჩვენი ქალაქის ტრადიციაა, ჩვენ ერთად ვანთებთ ნაძვის ხეს, ერთად ვხსნით საშობაო სოფელს. კიდევ ერთხელ მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ჩვენს ოჯახებს, ვუსურვო სიძლიერე, ჯანმრთელობა და ჩვენს ქვეყანას მშვიდობა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

2026 წელს, რუსთავი განსაკუთრებით მორთული შეხვდა, განსხვავებული საახალწლო დეკორაციებით გაფორმდა ნაძვის ხე და ქალაქის მთავარ მოედანთან არსებული კოსტავას გამზირიც. საახალწლო ილუმინაციებით გაფორმდა ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი.

საშობაო სოფელი 14 დეკემბრიდან, 7 იანვრის ჩათვლით უამრავი სანახაობით, საბავშვო ატრაქციონებით, თოვლის ბაბუით და საშობაო ტკბილეულით უმასპინძლებს რუსთაველებს. 20 დეკემბერს საშობაო სოფელი სრულად ბავშვებს დაეთმობა, 21 დეკემბერს საახალწლო სცენას ზვიად ბოლქვაძე და რანინელები დაიკავებენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, წინასაახალწლო კონცერტი 26 დეკემბერსაც გაიმართება, რომელშიც ჯგუფი ,,რეგიონი“, ეთნო ჯაზ ბენდი ,,ირიაო“ და სხვა ცნობილი ქართველი მომღერლები შექმნიან საახალწლო განწყობას. 28 დეკემბერს რუსთავის საახალწლო სცენას რუსთაველი შემსრულებლები დაიკავებენ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ