— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ბაჩანაშვილი: მელიას საქათმეში ქათმები ძალიან კრიახობენ თურმე. „კურიცებო“, ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით რომ მობილურები იყიდეთ, ზოგმა იმავე ფულით სახლებში რემონტებიც რომ გაიკეთა, ხმა ჩაიგდეთ, სანამ თქვენი სახელებისა და გვარების საჯაროდ დასახელება არ მომიწია

სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ბაჩანაშვილი: მელიას საქათმეში ქათმები ძალიან კრიახობენ თურმე. „კურიცებო“, ემიგრანტების…

მაია ბაჩანაშვილი მელიას მხარდამჭერებს „უღირსებსა და მათხოვრებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მათ ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულით სახლებში რემონტები გააკეთეს და მობილური ტელეფონები შეიძინეს.

„მელიას საქათმეში ქათმები ძალიან კრიახობენ თურმე.
ახლა კარგად მომისმინეთ, „კურიცებო“!
ია ჯიშკარიანიდან დაწყებული, სხვა ქათმებით დასრულებული, გაფრთხილებთ:
ზოგი თქვენგანი სუსის თანამშრომლის საყვარელი იყო ან არის.
სხვა ბევრ რამესაც გავიხსენებ.
მაგალითად, ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით რომ მობილურები იყიდეთ.
ზოგმა იმავე ფულით სახლებში რემონტებიც რომ გაიკეთა…
ემიგრაციაში ჩადენილი უკანონობა.
კიდევ გავაგრძელო?
ხმა ჩაიგდეთ, სანამ თქვენი სახელებისა და გვარების საჯაროდ დასახელება არ მომიწია.
უღირსები და მათხოვრები ხართ თქვენ.
და კიდევ ერთი:
ადამიანს, რომელიც წლებია პოლიტიკურ დევნასა და პატიმრობას უძლებს, უღირსს რომ უწოდებთ და ციხეს რომ უსურვებთ, პირველ რიგში საკუთარ სახეს აჩვენებთ საზოგადოებას.
ამიტომ, სანამ სხვის ღირსებაზე ილაპარაკებთ, სარკეში ჩაიხედეთ, იქ დაინახავთ პასუხს, ვინ არის სინამდვილეში უღირსი.
ფუ თქვენი…..“- წერს მაია ბაჩანაშვილი.