— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია
საქართველო

საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 1 დეკემბრიდან დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 1 დეკემბრიდან დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
x

საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 1 დეკემბრის 01:00 საათიდან 2026 წლის 20 იანვრის 14:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე ნათქვამია, რომ აღნიშნულ პერიოდში ავტომობილების მოძრაობა სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მერაბ კოსტავას ქუჩისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან სანდრო ინაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ასევე, რუსთაველის გამზირიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით პირველი რესპუბლიკის მოედნამდე.

„შეზღუდვის დროს, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედნისა, გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით, ხოლო მოხვევა შესაძლებელი იქნება ზეთისხილის ხესთან.

30 დეკემბრიდან 2026 წლის 1 იანვრის ჩათვლით ამოქმედდება დამატებითი შეზღუდვები. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით მოძრაობა შეიზღუდება; გადაადგილება ასევე შეიზღუდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან სანდრო ინაშვილის ქუჩის გამოყენებით ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიამდე.

რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, მოძრაობა კი დასაშვები იქნება რევაზ თაბუკაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვა მიმდებარე ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრის 20:00 საათიდან 1-ელი იანვრის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და სანდრო ინაშვილის ქუჩაზე (რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან). ასევე, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, მერაბ კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან ზეთისხილის ხემდე.

მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ თავისუფლების მოედნიდან მიმავალი იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც სვლას უკუმიმართულებით, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით გააგრძელებენ.

აღნიშნულ პერიოდში, ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც რუსთაველის გამზირის გავლით უკავშირდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოსახვედრად იმოქმედებს ანალოგიური მარშრუტი.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ