— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
საქართველო

საგარეჯოში ქარსაფარი ზოლების აღდგენის საკითხებზე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საგარეჯოში ქარსაფარი ზოლების აღდგენის საკითხებზე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა


საგარეჯოში ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების საკითხები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, – ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა ჭიპაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ქარსაფარ ზოლების აღდგენასთან დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები დეტალურად გააცნო.

„შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ კაკუტაშვილი ესწრებოდა.

ფერმერებმა ინფორმაცია მიიღეს ქარსაფარი ზოლების სარგებლიანობაზე, აღდგენა-გაშენების სრულ ციკლზე, რომელიც მოიცავს ქარსაფარი ზოლის ინდივიდუალურ პროექტირებას, მერქნიანი მცენარეების დარგვასა და ხუთწლიანი მოვლის ეტაპებს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქარსაფარ ზოლებს გააჩნია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ფუნქცია, იგი იცავს ნიადაგს ქარისმიერი ეროზიისგან, რაც პირდაპირ აისახება მოსავლიანობაზე და მეურნეობების გრძელვადიან სტაბილურობაზე.

დისკუსიაში ჩაერთნენ ის ფერმერები, რომელთა მიწის ნაკვეთები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლებს ესაზღვრება. მათ ისაუბრეს დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა ნარგავების შენარჩუნებაში ადგილობრივი მოსახლეობის სწორ ჩართულობაზე, რასაც პროექტის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქარსაფარი ზოლის სტატუსი მინიჭებული აქვს 421.91 ჰა მიწის ფართობს და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. ქარსაფრის სტატუსით რეგისტრაცია მთავარ წინაპირობას წარმოადგენს ქარსაფარი ზოლების აღდგენა/გაშენების პროექტის დასაწყებად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ