— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
საქართველო

საქართველო საგზაო ტრანსპორტის რეგულირების უმსხვილესი ევროპული ორგანიზაციის – CORTE-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველო საგზაო ტრანსპორტის რეგულირების უმსხვილესი ევროპული ორგანიზაციის – CORTE-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველო საგზაო ტრანსპორტის რეგულირების უმსხვილესი ევროპული ორგანიზაციის – CORTE-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა. ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

„საგზაო ტრანსპორტის სამართალდამცავი ორგანიზაციების კონფედერაციის წევრობა საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საგზაო ტრანსპორტის რეფორმასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ტექნიკური საკითხების მოგვარებაში დაეხმარება.

CORTE – ში 31 ქვეყნის საგზაო ტრანსპორტის 35 მარეგულირებელი ორგანიზაცია, ასევე პროფილური ასოციაციები და კერძო კომპანიები არიან გაწევრიანებული. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობების განსაზღვრა, ტაქოგრაფი, ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა, მძღოლთა მობილობა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები, საგზაო უსაფრთხოება და სხვ. შედეგად, CORTE-ს წევრობა სააგენტოს მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენოს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების საკითხებთან დაკავშირებით, ასევე მონაწილეობა მიიღოს CORTE-ს სახელმძღვანელოების/რეკომენდაციების შემუშავებასა და ფორმირებაში, მათ შორის, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმებსა და ტაქოგრაფის გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ინტერპრეტაციის, გამოყენებისა და დახვეწის მიზნით.

ქვეყანაში მიმდინარე საგზაო ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები ახორციელებენ სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას გზისპირა ზონებში. სააგენტოსთვის CORTE – ს სრულუფლებიანი წევრობის ინტერესი და საჭიროება საგზაო ინსპექტირების მიმდინარე რეფორმითაა განპირობებული. რეფორმის ეფექტიანად ადმინისტრირებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების საგზაო ინსპექტირების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ გააღრმაოს ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან და კომპეტენტურ ორგანოებთან.

კონფედერაცია CORTE აერთიანებს 81 წევრს, მათ შორის 31 ქვეყნის 35 საგზაო ტრანსპორტის მარეგულირებელ უწყებას, 134 საგზაო ტრანსპორტის ასოციაციასა და 33 კერძო კომპანიას”, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ