— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია
საქართველო

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას მოსწავლეები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას მოსწავლეები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას, პროექტ „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, თბილისის 97-ე, 215-ე და 219-ე სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. აღნიშნულ სკოლებში საპილოტე პროგრამით ისწავლება საგანი – „სამხედრო საქმე“ და მოზარდები უსაფრთხოების საკითხებს თეორიულად ეცნობიან. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიურობის გაცნობის საშუალება ჰქონდათ. მათ ბაზის ინფრასტრუქტურა, ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. ბრიგადის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების წესებიც გააცნეს.

სკოლის მოსწავლეებმა ქვედანაყოფის ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ერთი დღე ჯარში“ თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

საგანი „სამხედრო საქმე“ საპილოტედ შერჩეულ სკოლებში ისწავლება. მოსწავლეები თავდაცვის ძალებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ ინფორმაციას სპეციალურად გადამზადებული სამხედრო მოსამსახურეებისგან იღებენ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ