— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
საქართველო

საქართველოს თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი კრწანისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობის და მახათას მთაზე პროექტ „ჯარის ქალაქის“ მეორე ეტაპის განხორციელების პროცესს გაეცნენ. მათ სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და პასუხისმგებელი პირებისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინეს.

კრწანისში უკვე აშენდა, სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა კორპუსებს, სადაც კადეტებისთვის ყაზარმები, საკლასო ოთახები, სასწავლებლის ადმინისტრაცია და ლაზარეთი განთავსდება. მოეწყო სამწყობრო მოედანი და საკონტროლო გამშვები პუნქტი. ლიცეუმის ტერიტორიაზე დასკვნით ფაზაშია შიდა კომუნიკაციების გაყვანის და კეთილმოწყობის სამუშაოები. დასრულების შემდეგ, სასწავლებელი 350-მდე კადეტის მიღებას შეძლებს.

მახათას მთაზე, „ჯარის ქალაქის“ პროექტის მე-2 ეტაპით გათვალისწინებული 44 შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, 39-ის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. 28 კორპუსში სართულების კარკასის სამუშაოებია დაწყებული, ხოლო 11 კორპუსს ამ ეტაპზე ეყრება საძირკველი. ამჯერად, თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, „ჯარის ქალაქში“ ბინებს 1300-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. კვადრატულ მეტრში ისინი მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან. პროექტი – „ჯარის ქალაქი“ მაღალი სტანდარტით ხორციელდება: კორპუსები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, დაგეგმილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ