— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
მსოფლიო

სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მსოფლიოში 22-ე ადგილზეა

სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მსოფლიოში 22-ე ადგილზეა

ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული.

კანონის უზენაესობით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა. გამოკვლევის ფარგლებში, სამართალდამცავი და ძალოვანი სისტემის არაკორუმპირებულობის მსოფლიო რეიტინგიც გამოქვეყნდა.

ინდიკატორი ზომავს, „თავს იკავებენ თუ არა პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალური გამომძიებლები ქრთამის თხოვნისა და მიღებისგან ძირითადი საპოლიციო მომსახურების შესასრულებლად ან დანაშაულების გამოსაძიებლად და არიან თუ არა პოლიციისა და სამხედრო სამსახურში მომუშავე სამთავრობო თანამდებობის პირები თავისუფალი კერძო ინტერესების ან კრიმინალური ორგანიზაციების არასათანადო გავლენისგან“ .

საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 85%  მიიღო, მსოფლიოში 22 ადგილზე დასახელდა, ევროპაში კი საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს : ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირლანდიას, ლიეტუვას, ლატვიას, ჩეხეთს, პოლონეთს, ხორვატიას, სლოვენიას, სლოვაკეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, მალტას, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას,  თურქეთს, ალბანეთს.  

ევროპის სამართალდამცავ და ძალოვან სისტემაში კორუფციის სიმცირით ფინეთი, დანია და ნორვეგიალიდერობს, ყველაზე მაღალი კორუფციით კიუკრაინა, მოლდოვა და რუსეთი გამოირჩევა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.

https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/rol/rule-of-law-index