— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

სომხეთში ეუთო-ს დელეგაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, სანქციებისა და კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ყოველდღიური მუქარის ქვეშ ჩატარდა

სომხეთში ეუთო-ს დელეგაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, სანქციებისა და კენჭისყრის შედეგებთან…

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დელეგაციის ხელმძღვანელმა მიანიშნა ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტების გავლენაზე სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე.

სომხური მედიის თანახმად, იანეშ ლენარჩიჩმა აღნიშნა, რომ მისია დააკვირდა საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას და მისი შეფასება ეფუძნებოდა პირველადი წყაროდან მიღებულ ინფორმაციასა და ანალიზს.

ეუთო-ს წარმომადგენლის მტკიცებით, არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, სანქციებისა და კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ყოველდღიური მუქარის ქვეშ ჩატარდა და ასევე აღინიშნა არჩევნებზე გავლენის მოხდენა.

როდესაც მისიის ხელმძღვანელს ჰკითხეს, რას გულისხმობდა გარე ზეწოლასა და გავლენაში, მან აღნიშნა, რომ გარე ზეწოლა მოიცავდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეზღუდვებს, რასაც თან ახლდა სხვადასხვა რუსი ოფიციალური პირების განცხადებები და სომხეთის სუვერენიტეტისადმი მუქარა.

კითხვის მეორე ნაწილთან დაკავშირებით, მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტებზე მიუთითა. მისი თქმით, გამოვლენილი სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად, ამომრჩევლებს მიეცათ რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, პროცესი კარგად იყო ორგანიზებული, კომისიები გამჭვირვალედ მუშაობდნენ, სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

„საარჩევნო კამპანია მკვეთრად პოლარიზებული იყო და პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი რიტორიკით იყო აღსავსე. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის არჩევნებთან შედარებით პროგრესი შეინიშნება, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების უმეტესობა შეუსრულებელია“, – აღნიშნა იანეშ ლენარჩიჩმა.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

6 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

1 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

1 დღის წინ1 წთ