სატურნის თანამგზავრ ენცელადზე ახალი კომპლექსური ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს

NASA-ს ხომალდ „კასინის“ მიერ დაახლოებით 20 წლის წინ შეგროვებული მონაცემების ახალი მიმოხილვის შედეგად, სატურნის ყინულოვან მთვარე ენცელადზე ახალი, კომპლექსური ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს. ეს კი მიუთითებს, რომ მისი მალული, ზედაპირქვეშა ოკეანის სიღრმეში საკმაოდ საინტერესო ქიმიური პროცესები მიმდინარეობს.ენცელადის ყინულის გარსში არსებული ნაპრალებიდან ამოფრქვეულ წყლის ჭავლებში, მეცნიერებმა დიდი ოდენობით ორგანული მოლეკულა დააფიქსირეს, მათ შორის რამდენიმე ამ კონტექსტში პირველად. მკვლევართა ჯგუფს შტუტგარტის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი ნოზაირ ხავაჯა ხელმძღვანელობდა.

ეს კვლევა წარმოადგენს ახლად ამოფრქვეულ ჭავლებში შემავალი მარცვლების პირველ დეტალურ ანალიზს და არა სატურნის E-რგოლში არსებული ძველი, ამინდის მიერ გაცვეთილი მარცვლებისა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლეკულების წარმომქმნელი პროცესები არაბიოლოგიური, ანუ აბიოტურია, მრავალი მათგანი გადამწყვეტია ბიოლოგიური პროცესებისთვის ან ასრულებს სიცოცხლის პრეკურსორის როლს.

„კასინის მონაცემებში აღმოჩენილი ორგანული მოლეკულებიდან ბევრი შესაძლო გზა არსებობს პოტენციურად ბიოლოგიურად რელევანტურ ნაერთებამდე, რაც აძლიერებს იმის ალბათობას, რომ ენცელადი სიცოცხლისთვის ხელსაყრელია“, — ამბობს ხავაჯა

უახლესი

მსგავსი სტატიები