— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

“საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორი ირაკლი კიკვაძე გახდა

“საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორი ირაკლი კიკვაძე გახდა

ირაკლი კიკვაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს შვიდმა წევრმა დაუჭირა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ირაკლი კიკვაძემ  საბჭოს წევრებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” განვითარების ხედვა და კონცეფცია წარუდგინა, ასევე სამეურვეო საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.

ირაკლი კიკვაძე  ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. როგორც ის აცხადებს, აქვს დიდი ხნის გამოცდილება ტელევიზიისა და კინოს მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი მესამედ გამოაცხადა.