— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მეცნიერება

Starship-ის მორიგი გაშვება წარმატებული აღმოჩნდა

Starship-ის მორიგი გაშვება წარმატებული აღმოჩნდა

SpaceX-მა Starship-ის მე-11 საცდელი გაშვება წარმატებით ჩაატარა. ხომალდის პროტოტიპი ტეხასის შტატში, კოსმოდრომ Starbase-იდან გაუშვეს. Starship-ის კოსმოსში გაგზავნის შემდეგ, აფრენიდან დაახლოებით 10 წუთში, ამაჩქარებელი Super Heavy მექსიკის ყურეში დასაჯდომად დაბრუნდა. ზედა საფეხური ინდოეთის ოკეანეში დაეშვა, მანამდე კი ორბიტაზე რამდენიმე მაკეტი გაიტანა. ახლა კომპანია საცდელ გაშვებებს დაიწყებს, რომლებსაც დამატებითი ფუნქციები ექნებათ მთვარისა და მარსის მისიებისთვის.

Starship-ის სიმაღლე Super Heavy-სთან ერთად 123 მეტრია. ეს ისტორიაში ყველაზე დიდი და ძლიერი კოსმოსური რაკეტაა. SpaceX აპირებს Starship-ი მრავალჯერადი გამოყენების ხომალდად აქციოს, რაც კოსმოსური ფრენების ხარჯებს მნიშვნელოვნად დაზოგავს.

SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი ადრე აცხადებდა, რომ 2026 წელს Starship-ი ​მარსზე გაფრენას შეძლებს, ხოლო NASA ხომალდის პილოტირებული მთვარის მისიებისთვის გამოყენებას გეგმავდა. Starship-ის საცდელი გაშვებები 2023 წლიდან ტარდება.