— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
საქართველო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროექტის „ახალგაზრდობის ხმა“ მონაწილეებს უმასპინძლა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროექტის „ახალგაზრდობის ხმა“ მონაწილეებს უმასპინძლა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში, პროექტის „ახალგაზრდობის ხმის“ ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაკა მდინარაძემ პროექტის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სურსათის უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც სააგენტო ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სურსათის უვნებლობის ერთიანი ჯაჭვის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით, სახელმწიფოს, მწარმოებლის და მომხმარებლის როლზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღინიშნა, რომ ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც როგორც პროექტით გათვალისწინებულ დებატებში, ასევე საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.

„პროექტის „ახალგაზრდობის ხმა” ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს სამზადისი დებატების ჩემპიონატისთვის. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები კასპის მუნიციპალიტეტიდან და წეროვნიდან. ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის შესახებ სხვა აქტუალურ თემებთან ერთად, მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის მიმართულება. ახალგაზრდებს ჰქონდათ შეკითხვები არსებულ სტანდარტებზე, გამოწვევებზე, რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა იმისათვის, რომ იყოს დაცული“, – აღნიშნა დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა თინათინ ცერცვაძემ.

პროექტს „ახალგაზრდობის ხმა“ დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის – „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ ფარგლებში ახორციელებს.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ