— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!
პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროკავშირის დონეზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, ვერ უზრუნველყო სტაბილური ზრდა, შედეგად, ევროპის ეკონომიკა რეგრესის ან ხანგრძლივი სტაგნაციის ფაზაშია, ხოლო მოქალაქეები ხედავენ, რომ ცხოვრების ხარისხი არ უმჯობესდება

თამთა მეგრელიშვილი: ევროკავშირის დონეზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, ვერ უზრუნველყო სტაბილური ზრდა, შედეგად, ევროპის…

ევროპაში პესიმიზმის ზრდა სტრუქტურული კრიზისის მაჩვენებელია და არა ინდივიდუალური განწყობა. „პოლიტიკოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ ევროპელთა უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს როგორც გლობალურ პროცესებს, ისე საკუთარ სახელმწიფოებსა და მმართველ სისტემებს, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 76% დემოკრატიის დაღმასვლას ხედავს საკუთარ ქვეყანაში, ეს მონაცემი მიუთითებს არა მხოლოდ ინსტიტუციურ პრობლემებზე, არამედ, ნდობის კრიზისზე.

მისი შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია ადასტურებს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შესთავაზეს მოქალაქეებს გრძელვადიანი განვითარების დამაჯერებელი ხედვა, უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, დაბალმა მმართველობითმა ხარისხმა და ანტიეროვნულმა მიდგომებმა კი საზოგადოებაში იმედგაცრუება კიდევ უფრო გააღრმავა.

„ევროპაში პესიმიზმის ზრდა სტრუქტურული კრიზისის მაჩვენებელია და არა ინდივიდუალური განწყობა. „პოლიტიკოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ ევროპელთა უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს როგორც გლობალურ პროცესებს, ისე საკუთარ სახელმწიფოებსა და მმართველ სისტემებს.
როდესაც გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ „საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% ფიქრობს, რომ შემდეგ თაობას უფრო რთული ცხოვრება ექნება, ეს ნიშნავს, რომ კონტაქტი მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის სერიოზულად არის დაზიანებული. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 76% დემოკრატიის დაღმასვლას ხედავს საკუთარ ქვეყანაში.
ეს მონაცემი მიუთითებს არა მხოლოდ ინსტიტუციურ პრობლემებზე, არამედ ნდობის კრიზისზე.
კვლევა აჩვენებს, რომ ევროპაში ჩამოყალიბდა მმართველი კლასი, რომლის კომპეტენცია ხშირად ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, ხოლო პოლიტიკა სულ უფრო შორდება ეროვნულ ინტერესებს და რეალურ სოციალურ საჭიროებებს.
ევროკავშირის დონეზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და საგარეო პოლიტიკაში ვერ უზრუნველყო სტაბილური ზრდა.
შედეგად, ევროპის ეკონომიკა რეგრესის ან ხანგრძლივი სტაგნაციის ფაზაშია, ხოლო მოქალაქეები ხედავენ, რომ ცხოვრების ხარისხი არ უმჯობესდება.
სწორედ ამ ფონზე ჩნდება მოთხოვნა, რომ ქვეყნებმა „უფრო თავდაჯერებულად დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები“, რასაც გამოკითხულთა 71% ემხრობა.
ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შექმნეს გრძელვადიანი განვითარების დამაჯერებელი ხედვა.
უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, დაბალმა მმართველობითმა ხარისხმა და ანტიეროვნულმა მიდგომებმა საზოგადოებაში იმედგაცრუება გააღრმავა.“ – წერს მეგრელიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

16 წთ წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 სთ წინ1 წთ
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ… პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს

2 სთ წინ3 წთ