— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია
საქართველო

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ნინუას ქუჩის N3–ში მდებარე მწვავე ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ნინუას ქუჩის N3–ში მდებარე მწვავე ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება

თბილისის მერიამ ნაძალადევის რაიონში, ნინუას ქუჩის N3–ში მდებარე მწვავე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის დაუყონებლივ ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ შენობას ავარიულობის მეოთხე ხარისხი აქვს მინიჭებული და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება.

„ჩვენ გაკეთებული გვაქვს მოკვლევა მთელი ქალაქის მასშტაბით. დეტალურად ვიცით, სად რა მდგომარეობაა. არ არის დარჩენილი არც ერთი კორპუსი, სადაც ჩვენი შესაბამისი სამსახურები, გამგეობები არ ყოფილიყვნენ მისულები და არ შეგვეთავაზებინა პროგრამაში ჩართულობა, ასევე, იქ მცხოვრები ოჯახების ქირით უზრუნველყოფა. თავიდან იყო გარკვეული დაბრკოლებები. შესაბამისი მასშტაბით ვერ ვახორციელებდით სამუშაოებს, რადგან მოსახლეობა ნაკლებად გვთანხმდებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც პირველი პროექტები განხორციელდა, საზოგადოებამ დაინახა და დაიჯერა, რომ ჩვენ მათთვის სასიკეთო საქმე ვაკეთებთ და ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ნაცვლად, რომლებიც სიცოცხლისთვისაც კი საშიშია, მათ ახალ, გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს გადავცემთ, მანამდე კი დროებით ქირით უზრუნველვყოფთ. დღეს ეს პროგრამა უკვე წარმატებით მიმდინარებს, ბევრი ავარიული კორპუსია ჩართული და იმედი გვაქვს, ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ნინუას ქუჩის N3–ში მდებარე შენობას, დასრულებულია ექსპერტიზის კვლევა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობის კონსტრუქციული მდგრადობა კრიტიკულია.

„დღეს ნაძალადევის რაიონში, ნინუას ქუჩის N3–ში მდებარე მწვავე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის საკითხს განვიხილავთ. აღნიშნულ შენობას მინიჭებული აქვს ავარიულობის მეოთხე ხარისხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაგებობა უკვე აღარ ექვემდებარება რეაბილიტაციას. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კორპუსის ჩანაცვლების პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყოს. ასევე, დასრულებულია ექსპერტიზის კვლევა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობის კონსტრუქციული მდგრადობა კრიტიკულია და მისი დაუყოვნებელი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ჩანაცვლების პროგრამა ორი მიმართულებით ხორციელდება – პირველი, როდესაც მუნიციპალიტეტი უშუალოდ არის თანამონაწილე და მეორე, კერძო ინვესტორი ახორციელებს სამუშაოებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივებთან.

მისივე თქმით, მოცემულ შემთხვევაში, არის კონკრეტული კომპანია, რომელიც განახორციელებს როგორც ძველი კორპუსის დემონტაჟს, ისე ახალი, თანამედროვე, სტანდარტებს შესაბამისი საცხოვრებელ სახლის მშენებლობას.

მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ავარიულ კორპუსში მცხოვრები 39 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ბინის ქირით, იმ ვადამდე, რაც ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და გარემონტებას დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ