თბილისში, ივერთუბნის დასახლების მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩაზე მდებარე რესტორანში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ჯინო ფერედაისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, უცნობ გმირთა ქუჩაზე მდებარე რესტორანში იყო ხანძარი, არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


