— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

The Guardian: კირ სტარმერის დღეები დათვლილია

The Guardian: კირ სტარმერის დღეები დათვლილია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თანამდებობაზე ყოფნის დღეები დათვლილია. ინფორმაციას The Guardian-ი სტარმერის თანაპარტიელებზე, პარლამენტის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტარმერის გადადგომის მიზეზი, შესაძლოა, გახდეს აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის პიტერ მანდელსონის გარშემო აგორებული სკანდალი. რამდენიმე დღის წინ ჯეფრი ეპშტეინის მორიგი ფაილები გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ მანდელსონს ეპშტეინთან კავშირები ჰქონდა. სტარმერის მთავრობამ ეს იცოდა, მაგრამ ამის მიუხედავად ის მაინც დანიშნეს ელჩად.

ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა გამოცემას განუცხადა: „ჩვენ მრავალი ცუდი დღე გადაგვიტანია, მაგრამ დღევანდელი დღე არის ყველაზე საშინელი“. პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა კი თქვა: „ნდობა შეზღუდულია. პირადად მე დარწმუნებული არ ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს კენჭისყრის დროს ნდობას გამოვუცხადებ“.

ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატების განცხადებით, საპარლამენტო მოსმენის დროს სტარმერმა აღიარა, რომ მანდელსონის ელჩად დანიშვნამდე მან ეპშტეინთან კავშირების შესახებ იცოდა.

„იგრძნობოდა, თუ როგორ შეიცვალა ვითარება; უცებ მოიღუშა“, – თქვა სტარმერთან დაახლოებულმა დეპუტატმა. მოგვიანებით პრემიერის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სტარმერმა მანდელსონისა და ეპშტეინის კავშირების შესახებ იცოდა მხოლოდ ის, რაც საჯაროდ იყო გაცხადებული.

„ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – განაცხადა ერთ-ერთმა დეპუტატმა. „მათ პიტერისა და ეპშტეინის კავშირების შესახებ იცოდნენ, მაგრამ მაინც დაასაქმეს იგი“.