— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
კულტურა

Time-მა წლის არტისტად ლეონარდო დიკაპრიო დაასახელა

Time-მა წლის არტისტად ლეონარდო დიკაპრიო დაასახელა

ჟურნალმა Time მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო 2025 წლის არტისტად დაასახელა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დიკაპრიომ ისეთი კარიერა შექმნა, რომლისაც ბევრ მის თანატოლს შეშურდებოდა. დიკაპრიოს „აქვს ნიჭი, გააკეთოს ერთი შეხედვით არასწორი არჩევანი, რომელიც საბოლოოდ სრულიად მართალი აღმოჩნდება“, – აღნიშნავს Time-ი. სტატიაში ასევე წერია, რომ მსახიობს აქვს ისეთი სახე, რომლის ყურებაც მსოფლიოს არასოდეს ჰბეზრდება.

Time-ი დიკაპრიოს სუპერვარსკვლავს უწოდებს. „ყველაზე გასაოცარი ლეონარდო დიკაპრიოში ის არის, თუ რამდენად მხიარულია ის და იმის მიუხედავად, რომ საკუთარ საქმეს ძალიან სერიოზულად უდგება, როგორც ჩანს, საკუთარ თავს სერიოზულად საერთოდ არ აღიქვამს“, – ნათქვამია სტატიაში.

ლეონარდო დიკაპრიო 51 წლისაა. მის ანგარიშზე დაახლოებით 50 ფილმია. მსახიობი არის „ოსკარის“, BAFTA-ს, „ოქროს გლობუსის“, „ვერცხლის დათვის“ და სხვა ჯილდოების მფლობელი.