— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!
პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ჩვენი სახელმწიფო მნიშვნელოვან სატრანსპორტო, ციფრულ და ენერგეტიკულ დერეფანს წარმოადგენს, რითაც მას წვლილი შეაქვს ევროპის დაკავშირებადობაში, ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ მედეგობაში. საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ მისი აქტიური კონტრიბუტორიცაა

თორნიკე ფაღავა: ჩვენი სახელმწიფო მნიშვნელოვან სატრანსპორტო, ციფრულ და ენერგეტიკულ დერეფანს წარმოადგენს, რითაც მას წვლილი…

„ჩვენთვის შავი ზღვა არის არა გამყოფი ხაზი, არამედ სტრატეგიული ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ჩვენი სახელმწიფო მნიშვნელოვან სატრანსპორტო, ციფრულ და ენერგეტიკულ დერეფანს წარმოადგენს, რითაც მას წვლილი შეაქვს ევროპის დაკავშირებადობაში, ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ მედეგობაში. საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ მისი აქტიური კონტრიბუტორიცაა. ჩვენ მუდმივად ვამტკიცებდით ჩვენს ერთგულებას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკითა და შორსმჭვრეტელი რეფორმებით. იმ დროს, როდესაც ევროპა უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გრძელდება, ერთიანობა და სოლიდარობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
2023 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული ეტაპი იყო. ჩვენ ვიცით, რომ წინ კიდევ დიდი სამუშაო გველის, თუმცა ჩვენთვის ევროკავშირის წევრობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკური მიზანი – ეს არის არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების სასარგებლოდ. უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ არასდროს გადაგვიხვევია ევროინტეგრაციის გზიდან და განვახორციელეთ კომპლექსური რეფორმები, რამაც საქართველო არაერთ სფეროში რეგიონულ ლიდერად აქცია. ინტენსიური რეფორმების პროცესის შედეგები ასახულია საერთაშორისო რეიტინგებშიც. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილება ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. ჩვენ დიდი ინტერესით ვსწავლობთ თქვენს მიღწევებსა და გამოწვევებს და ამავდროულად, მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი წარმატების ისტორიები ევროინტეგრაციის გზაზე. ძვირფასო მეგობრებო, საქართველო მზად არის გააღრმავოს თანამშრომლობა დასავლეთ ბალკანეთთან და თქვენთან ერთად იმუშაოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპის შესაქმნელად.“- განაცხადა ფაღავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია მონაწილეობას იღებს დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაში (COSAP), რომელიც 2026 წლის 4-6 ივნისს ქალაქ სტრუგაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში იმართება.

მსგავსი სიახლეები.

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 სთ წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

4 სთ წინ1 წთ
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ… პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს

4 სთ წინ3 წთ