— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მედიცინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 25 სექტემბერს გლდანში მოქალაქეებს შინაური ცხოველების კომპლექსურ და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ასევე ჩიპირებას სთავაზობს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 25 სექტემბერს გლდანში მოქალაქეებს შინაური ცხოველების კომპლექსურ და ცოფის საწინააღმდეგო…

გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-20 კორპუსთან მდებარე პარკში 25 სექტემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოვლების მეპატრონეებს რამდენიმე სერვისს სთავაზობს.

კერძოდ, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას; კომპლექსურ და ანტირაბიულ (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას.

ამასთან, მიუსაფარი ცხოვლებისთვის, როგორც კომპლექსური, ისე ანტირაბიული ვაქცინაცია იქნება სრულიად უფასო.

პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, ანტირაბიული ვაქცინაციის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, ხოლო კომპლექსური ვაქცინაცია – 20 ლარს; ცხოველის ჩიპირება – 32 ლარია, ხოლო რეგისტრაცია არის უფასო.

„პროექტის მიზანია, ცხოველებზე მზრუნველი ადამიანებისთვის ვეტერინარულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საჭირო და პრობლემატურ საკითხებზე ინფორმაციის მიღება“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.