თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით ირაკლი კირცხალია – უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ აშშ-ის ინვესტიციები, “შუა დერეფანი” და მილიარდიანი პროექტები – Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის სასიკვდილო დაჭრასთან დაკავშირებული სამხრე კამერის ვიდეომასალის გავრცელებამ საზოგადოების რისხვა გამოიწვია
პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე 26 მაისთან დაკავშირებით გვარამიას განცხადებაზე: გეგმა არ აქვთ და პასუხისმგებლობას ხალხს აჩეჩებენ. გზავნილი -“ერთად გადავწყვიტოთ’’, იმისთვის სჭირდებათ, რომ მომავალი პოლიტიკური ფიასკო რამდენიმე ასეულ მომხრეს გადააბრალონ

ცოტნე ანანიძე 26 მაისთან დაკავშირებით გვარამიას განცხადებაზე: გეგმა არ აქვთ და პასუხისმგებლობას ხალხს აჩეჩებენ. გზავნილი…

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას, განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „ 26 მაისს რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ – გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს, ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!“

ანანიძის განცხადებით, ოპოზიციას გეგმა არ გააჩნია და ცდილობს პასუხისმგებლობა ხალხს შეაჩეჩოს, ხოლო მომავალი პოლიტიკური წარუმატებლობა თავიანთ რამდენიმე ასეულ ამომრჩეველს გადააბრალოს.

“გეგმა არ აქვთ და პასუხისმგებლობას ხალხს აჩეჩებენ. გზავნილი -“ერთად გადავწყვიტოთ’’, იმისთვის სჭირდებათ, რომ მომავალი პოლიტიკური ფიასკო რამდენიმე ასეულ მომხრეს გადააბრალონ,”- წერს ცოტნე ანანიძე.