უკრაინა და რუსეთი აშშ-ის შუამავლობით აბუ-დაბიში მოლაპარაკებების მეორე რაუნდს იწყებენ

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, რუსტემ უმეროვი ავრცელებს.

„მოლაპარაკებების პროცესი სამმხრივ ფორმატში დაიწყო – უკრაინა, აშშ და რუსეთი. შემდეგ მუშაობა გაგრძელდება ცალკეულ ჯგუფებში სხვადასხვა მიმართულებით, რის შემდეგაც მოხდება პოზიციების სინქრონიზება“, – დაწერა უმეროვმა „ტელეგრამის“ საკუთარი არხზე.

მისი თქმით, უკრაინული დელეგაცია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკაცრი დირექტივებისა და მითითებების შესაბამისად მუშაობს.

უახლესი

მსგავსი სტატიები