— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!
პოლიტიკა

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილს მინისტრს ფულის გათეთრებაში წაუყენეს ბრალი

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილს მინისტრს ფულის გათეთრებაში წაუყენეს ბრალი

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, გერმან გალუშენკოს ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობაში წაუყენეს ბრალი. ინფორმაციას უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა და უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებენ.

გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებმა 2021 წელს კუნძულ ანგილიაზე დაარეგისტრირეს ფონდი, რომელსაც დაახლოებით 100 მილიონი დოლარის „ინვესტიცია“ უნდა მოეზიდა. „ინვესტორებს“ შორის იყო გალუშენკოს ოჯახიც, თუმცა მისი მონაწილეობა ფონდში კომპანიების ჯაჭვის მეშვეობით იყო დაფარული, ხოლო ბენეფიციარები ჩინოვნიკის ყოფილი მეუღლე და ოთხი შვილი გახდნენ.

ამის შემდეგ, დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებმა სამ შვეიცარიულ ბანკში ფონდის ანგარიშებზე დაიწყეს თანხების გადარიცხვა. ამ გზით გადაირიცხა 7,4 მილიონ დოლარზე მეტი. გარდა ამისა, კიდევ 1,3 მილიონზე მეტი შვეიცარიული ფრანკი და 2,4 მილიონი ევრო ნაღდი ფულის სახით გაიცა და გალუშენკოს ოჯახს პირდაპირ შვეიცარიაში გადაერიცხა.

ამ თანხების ნაწილი მოხმარდა შვეიცარიის პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლის საფასურის გადახდას და ეჭვმიტანილის ყოფილი მეუღლის ანგარიშებზე განთავსდა. დანარჩენი თანხა დეპოზიტზე დაიდო, საიდანაც ოჯახი დამატებით შემოსავალს იღებდა.

საერთო ჯამში, გალუშენკოს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში (2021-დან 2025 წლამდე), დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ მისი ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით „როკეტი“, ენერგეტიკულ სექტორში მართლსაწინააღმდეგო საქმიანობიდან 112 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული მიიღო, – აცხადებენ პროკურატურაში.

გალუშენკო გუშინ დააკავეს, როდესაც ის უკრაინის დატოვებას ცდილობდა.

მსგავსი სიახლეები.

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

45 წთ წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 სთ წინ1 წთ
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ… პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს

2 სთ წინ3 წთ