— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
საქართველო

“ვაჭრობის საერთო ბრუნვამ 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, ჩვენი პარტნიორობა ჩინეთთან დინამიურად იზრდება” – მიხეილ ხიდურელი

“ვაჭრობის საერთო ბრუნვამ 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, ჩვენი პარტნიორობა ჩინეთთან დინამიურად იზრდება” – მიხეილ ხიდურელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ჩინეთის საერთაშორისო ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა შეაფასა. სააგენტოს მხარდაჭერით, ღონისძიებაში 40-მდე ქართულმა ექსპორტიორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

როგორც მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, საქართველო შანხაის მასშტაბურ გამოფენაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა, რამაც განსაკუთრებით გაზარდა გამოფენის ვიზიტორების ინტერესი საქართველოს პავილიონების მიმართ.

“საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსმა უდიდესი უპირატესობა მოგვცა ვყოფილიყავით გამოფენის ასიათასობით ვიზიტორის ფოკუსში. საქართველოს პავილიონებთან რიგები არ წყდებოდა – ვფიქრობთ, რომ შანხაის გამოფენის შედეგად, ქართული კომპანიები უფრო აქტიურად შეძლებენ საკუთარი პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე გატანას, რაშიც მათ ჩვენი სააგენტო აუცილებლად აღმოუჩენს მხარდაჭერას”, – აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

მიხეილ ხიდურელმა ასევე გაამახვილა ყურადღება ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე – მასზე პოზიტიური გავლენა მოახდინა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელიც 2018 წელს ამოქმედდა. მისი ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის მოცულობამ 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით ჩინეთი საქართველოს ათ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს შორის მოხვდა.

“თუ გადავხედავთ ვაჭრობის საერთო ბრუნვას 2017 წლიდან 2024 წლამდე – იგი 900 მლნ დოლარიდან 2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. დაახლოებით 50%-ით გაზრდილი ექსპორტი იმას მიუთითებს, რომ საქართველო – ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები პოზიტიური დინამიკით ხასიათდება და ეს მხოლოდ დასაწყისია”, – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მიხეილ ხიდურელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის რანგში იქნა აყვანილი.

“საქართველოს პრემიერ – მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა უმაღლესი დონის ვიზიტებმა ჩინეთში, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას განსაკუთრებული სტიმული მისცა. საერთაშორისო გამოფენები, სავაჭრო მისიები და ბიზნეს ფორუმები ხელს შეუწყობს ქართულ – ჩინური ბიზნესკავშირების გამყარებას. შედეგად, მოველით ჩინეთის მხარესთან როგორც სავაჭრო ბრუნვის, ისე საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას”, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

ქართული დელეგაცია ჩინეთში, საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაზე – China International Import Expo (CIIE) იმყოფებოდა. სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, გამოფენაზე საქართველო 3 თემატური პავილიონით და საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. გაიმართა ქართული ტრადიციული ცეკვისა და სიმღერის წარმოდგენები, კულინარიული მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ