“ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ეხმიანება ევროკომისიის მიერ ბიუჯეტში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 600 პროცენტიანი ზრდის შეთავაზებას.
მისი განცხადებით, უკვე ნათელია, რატომ მოუწოდებს ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონები
“10 მილიარდი დოლარის სუბსიდია „მრავალფეროვნებისთვის“
USAID-ის დამხობის შემდეგ, ევროკავშირმა აიღო ჩირაღდანი ხელში. უკვე ნათელია, თუ რატომ მოუწოდებს ევროკავშირის კომისია საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“, ასევე გამჭვირვალობის შესახებ.” – წერს თოფურია X-ზე.




