— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
კულტურა

Variety: ჯონი დეპმა შესაძლოა „ოსტატის და მარგარიტას“ ეკრანიზაციაში ითამაშოს

Variety: ჯონი დეპმა შესაძლოა „ოსტატის და მარგარიტას“ ეკრანიზაციაში ითამაშოს

ჯონი დეპი მიხეილ ბულგაკოვის რომანის, „ოსტატი და მარგარიტას“, პირველი ინგლისურენოვანი ადაპტაციის პროდიუსერი გახდება. გარდა ამისა, მან შესაძლოა ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლიც შეასრულოს, – წერს Variety.

პროექტის შესახებ განცხადება საუდის არაბეთის კინოფესტივალზე „წითელი ზღვა“ გაკეთდა. გადაღებების დაწყება 2026 წლის ბოლოს იგეგმება.

ფილმი დეპის კომპანია IN.2 Film-ის მონაწილეობით იქმნება, თუმცა რეჟისორი, ისევე, როგორც პროექტის სხვა მონაწილეები, ჯერ შერჩეული არ არის.